საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომას ლუკი მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს გადასცა ნოტა, რომლის თანახმად ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ორგანიზებით, ქართველ დიპლომატებს ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასთან დაკავშირებით ორგანიზებულ სასწავლო სემინარებში.
შეხვედრის დასასრულს ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.