""ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია მოსკოვში მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგე ჩავა. ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერის სახელით მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ალასანია ოპოზიციის ლიდერის რანგში რუსეთში ჩასვლას არ აპირებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ "ალიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლებაში მოვა.
ამ განცხადებით, ვიქტორ დოლიძემ უარყო ინფორმაცია, რომელიც რუსულ პრესაში ვრცელდებოდა - უახლოეს მომავალში ირაკლი ალასანიას კრემლში ვიზიტთან დაკავშირებით.