"ალიანსი საქართველოსთვის" აქტივისტები ნოღაიდელის პარტიაში ისევ გადადიან.
ამჯერად ალიანსის რიგები იმერეთისა და აჭარის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.
"ალიანსი საქართველოსთვის" ნოღაიდელის მოძრაობას მათი აქტივისტების გადაბირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რაიონული ორგანიზაციების წევრებზე "მიზანმიმართული ნადირობაა" გამოცხადებული.
"ალიანსში" იმასაც ამბობენ, რომ ნოღაიდელის გუნდის წევრები მათ აქტივისტებს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგებში გადასვლის სანაცვლოდ 100-დან 300 ლარამდე ლარს უხდიან.