~ქრისტიან-დემოკრატები~ ხელისუფლებას "მთის კანონის" შეჩერებული მუხლების ამოქმედებას სთხოვენ.
როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განმარტა, მაღალმთიანი რეიგონების მოსახლეობისათვის საპენსიო ასაკი უნდა შემცირდეს, ასევე პედაგოგებისათვის 30% სახელფასო დამანატი დაწესდეს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებმა საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ.
~ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ კუთხით, კი ~მთის კანონის~ შეჩერებული მუხლების ამოქმედება რეგიონის მოსახლეობის სოციალურ და კონომკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს~, - განაცხადა ~ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას მომავალი კვირიდან იმ პირებთან ერთად დაიწყებენ, რომლებიც 1999 წელს კანონის მიღების პროცესში ჩართულები აქტიურად იყვნენ.