საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ნიდერლანდების სამეფოში რიგი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პირველი დიპლომატი ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს, სენატის თავმჯდომარე რენე ვან დერ ლინდენს და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ვერჰაგენს შეხვდა.
საკითხების განხილვა არაოფიციალურ სადილზე გაგრძელდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება იყო.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ქართული ოქროს საგანძურის გამოფენა მოინახულა. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს საელჩომ მოაწყო, ძირითადად წარმოდგენილი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი ნივთები.