ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა მოსკოვში ჩასვლისა და რუსეთის ხელსუფლებასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. ლეიბორისტებმა მოსკოვში წერილი უკვე გააგზავნეს და მედვედევის ხელისუფლებას შეხვედრა სთხოვეს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს დეოკუპაციის გასაღები მოსკოვშია, თუმცა მოსკოვში ვიზიტის წინ პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პირობას დებს, რომ შეხვედრაზე ცხინვალისა და სოხუმის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს.
"ჩვენ ვართ მზად დავიწყოთ საუბარი რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ჯერ ჯერობით ასეთი მოწვევა არ მიგვიღია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ თუ მივიღეთ ასეთი მოწვევა ჩვენ გავემგზავროთ. ჩვენ ძირითადად გვინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებთან დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი. აბა რა ვქნათ, არ დავილაპარაკოთ თუნდაც ოკუპანტთან და ასე უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად?", _ აცხადებს სოსო შატბერაშვილი.