"ალიანსი საქართველოსთვის" მოსკოვში ირაკლი ალასანიას ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან მოწვევას უარყოფს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებში" მოსკოვიდან არანაირი მოწვევა არ შესულა.
"ჩვენ არანაირი მოწვევა არ მიგვიღია", - განმარტა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით,
"ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვიდან მოწვევა ირაკლი ალასანიამაც მიიღო". როგორც ქართული მედია იუწყება, "რუსეთის ხელისუფლებას ირაკლი ალასანიასთან საუბარი სურს".