9 მარტს, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება.
აქტიის ორგანიზატორი კობა დავითაშვილის "ხალხის პარტია" იქნება. როგორც დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია მისი და "ლეიბორისტული პარტიის" მიერ მომზადებული კანონპროექტების მხარდასაჭერად გაიმართება, რომლის განხილვა საკანონმდებვლო ორგანოში სწორედ 9 მარტს დაიწყება.
დავითაშვილი პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მცირე მეწარმეებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ "ხალხის პარტიის" მიერ მომზადებული კანონპროექტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში "ლეიბორისტებმა" მოახდინეს.