რამდენიმე საათში ნინო ბურჯანაძე რუსეთის მმართველი გუნდის კიდევ ერთ ლიდერს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს შეხვდება.
მანამდე კი გვიან ღამით, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და რუსეთის პრემიერთან ვლადიმერ პუტინთან ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე დღეს ბორის გრიზლოვს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ნინო ბურჯანაძე მოსკოვს ხვალ დატოვებს.