"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიიდან მისი თანაგუნდელების წასვლას არ ადასტურებს.
"ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ამაზე საუბარიც არ ყოფილა", - განუცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძეს მისი ორი თანაპარტიელი რომან კუსიანი და ზურაბ ბიგვავა ტოვებს. როგორც ამბობენ, ისინი პარტიის ლიდერს მოსკოვში ვიზიტის გადაწყვეტილების გამო ემიჯნებიან, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.