"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში "ედინაია რასიას" წარმომადგენლებთან შეხვედრებს არ გამართავს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"მე რუსეთში პარტიული ურთიერთობებისთვის არ ჩამოვსულვარ. ახლა პარტიული ურთიერთობების დრო არ არის. აქ ჩამოვედი რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან შესახვედრად, რათა გავარკვიო, როგორ და რამდენადაა შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, ის შეხვედრებს მოსკოვის შემდეგ "დასავლეთშიც გამართავს".
"მე ჩავალ ყველგან, აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც და სამხრეთშიც, თუკი ეს ჩემი ქვეყნის ინტერესებს წაადგება", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკვე ორი დღეა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ გუშინ, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან გამართა. გავრცელებული ინფორმაციით კი, დღეს "ედინაია რასიას" თავმჯდომარე ბორის გრიზლოვს შეხვდრება, რასაც თავად ბურჯანაძე უარყოფს.