შშ-ს ვიცე პრეზიდენტნმა ჯოზეფ ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. საუბრისას ვიცე-პრეზიდენტმა მოიწონა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ქვეყნის სურვილი, რომ მომავალი არჩევნები ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი პროცესების თანხლებით ჩატარდეს.
ჯოზეფ ბაიდენმა ასევე მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის რომელიც საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეაქვს.