. დღეს, 5 მარტს, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცისთან (აბდუშელიშვილის #1) თემაზე _ "სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისა და "ღირსების ულტიმატუმის" უგულვებელყოფა" _ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
"როგორც ცნობილია, 23 ნოემბერს ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, "თავისუფლებისა და მშვიდობის საერთაშორისო ფონდის", "დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების" ურთიერთთანამშრომლობით, პრეზიდენტ სააკაშვილს "ღირსების ულტიმატუმი" წაუყენეს, პრეზიდენტმა, არათუ შეასრულა ულტიმატუმით განსაზღვრული პირობები, არამედ პასუხიც არ გასცა "ღირსების ულტიმატუმის" ავტორებსა და საკუთარ მოსახლეობას, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი შეშინებულია და მიზანმიმართულად უფრთხის მისთვის სხიფათო თემებზე საუბარს. აქედან გამომდინარე, რამდენადაც პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა ღირსების ულტიმატუმში დასმულ 25 შეკითხვას, არ მოდის დიალოგზე, "თეთრები" დღეს თავად გასცემენ პასუხებს "ღირსების ულტიმატუმში" დასმულ შეკითხვებს",_ აცხადებენ ისინი.