თბილისში, 88 წლის ასაკში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოქმედ „კანონიერ ქურდთაგან" უხუცესი გიორგი ჩიქოვანი გარდაიცვალა.
გიორგი ჩიქოვანი 1962 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. თავისი პირველი სასჯელი - 15 წელი მან 19 წლისამ ანტისაბჭოთა აგიტაციისათვის მიიღო. ამის შემდგომ, უკვე არაერთგზის ნასამართლებ „გოგისთან" ბოლოს პოლიცია 2004 წლის 8 მაისს მივიდა.
თბილისის პოლიციამ 79 წლის „კანონოიერ ქურდთან" სახლში იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინა. საქართველოს მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მაშინ განაცხადა, რომ „ჩიქოვანი დიდი რაოდენობით იარაღის შენახვისათვის არის დაკავებული". მაშინ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩიქოვანი არის „ბოსი ქურდულ სამყაროში" და არის ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი „ავტორიტეტი" კრიმინალურ სამყაროში.
„გიორგი ჩიქოვანი იყო რუსული მაფიის ნამდვილი „ნათლია" და სწორედ ის ვისაც „ავტორიტეტულად" შეეძლო ყველას შერიგება. მისი ავტორიტეტი უმწიკვლო იყო კროიმინალურ სამყაროში. მას იწვევდნენ იმისათვის, რომ განემუხტა ყველაზე რთული კონფლიქტები, როდესაც ქურდებმა არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ ისინი „ძია გოგისთან" (ასე უწოდებდნენ მას „კოლეგები" პატივისცემით) მიდიოდნენ", _ წერს რუსული მედია.