ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
"ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა" - ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა.
კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება”, - წერს შალვა პაპუაშვილი და აზიარებს კადრებს.