დღეს, 5 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტს დაასრულებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ვერჰაგენს, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრ ეიმერთ ვან მიდელკოპს, ნიდერლანდების სამეფოს სენატის თავმჯდომარე რენე ვან დერ ლინდენს, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა მინისტრ ფრანს ტიმერმანსს და ასევე ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს.
ვაშაძის ვიზიტი 4 მარტს დაიწყო.