ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით საფრთხეები რეალურია და პრევენციული ღონისძიებების გატარება არის აუცილებელი. ასეთ გადაწყვეტილებამდე ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის სხდომაზე გამართული შეხვედრისას მივიდნენ.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, საფრთხეები არის რეალური და საჭიროა პრევენციული ღონისძიებები იქნეს გატარებული. ამისათვის უნდა გაძლიერდეს სასაზღვრო დაცვა და რაც მთავარია რეგიონი უნდა იყოს მოსახლეობისათვის მიმზიდველი და სოციალური პრობლემები იქნას მოგვარებული.
ქრისტიან-დემოკრატები აქცენტს მთის კანონის მიღებაზე აკეთებენ. როგორც გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ქრისტიან-დემოკრატები დაუყონებლივ დააყენებენ აღნიშნულ საკითხს, რათა მიღებულ იქნას მთის კანონი, აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გაუმჯობესდეს პირობები, მიმზიდველი გახდეს მოსახლეობისათვის, რაც შეამცირებს სოციალურად უკმაყოფილო მოსახლეობის მოძებნას საქართველოს პოტენციური მტრების მიერ, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს.