ლატვია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ოკუპირებული ტერიტორიებს ე.წ. დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს.
ამის შესახებ ლატვის პარალამენტის თავმჯდომარემ გუნდას დაუძემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
~ლატვია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არასდროს ვაღიარებთ. ასევე, ინიციატივით გამოვდივართ, რომ მაისში დაგემილ ნატო-ს სხომაზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართოს~, - განაცხადა ლატვიის პარალემტის თავმჯდომარემ.
მისვე თქმით, საქართველოსა და ლატვიას მეგობრული ურთიერთობების აკავშირებთ, მაგრამ მთელ რიგ სფეროებში აუცილებელია თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
ლატვიის საპარალემტო დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში სეიმის წარმომადგელები ქართველ კოლეგებს შეხვდენე. ასევე დაგემილია შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთანც.