საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის შეფასებით, ლატვის მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ბარამიძემ ლატვის პარალამენტის თავმჯდომარესთან გუნდას დაუძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
~ლატვია ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს~, - აღნიშნა ბარამიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ლატვურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები გააცო, ასევე მხარეებმა მაისში, რიგაში დაგემილ ნატო-ს სხდომის საკითხებზე ისაუბრეს.
~ლატვის პარალმენტის თავმჯდომარესთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება განვიხილეთ. ასევე ოკუპირებულ ტერიოტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახლემწიფო სტრატეგიის დოკუმენტიც გავაცანით~, - აღნიშნა ბარამიძემ.
ლატვიის საპარალემტო დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში სეიმის წარმომადგელები ქართველ კოლეგებს შეხვდენე. ასევე დაგემილია შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთანც.