"დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს" სავარაუდოდ, არა მხოლოდ რომან კუსიანი, პარტიის კიდევ ერთი წევრი ტოვებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძეს მისი მოსკოვური ვოიაჟის გამო ზურაბ ბიგვავაც ემიჯნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც ის დღეს პრემიერ-მინისტრ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, კუსიანი და ბიგვავა რუსეთში ვიზიტის თაობაზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, რაც მათი პარტიიდან წასვლის მიზეზი გახდა.