"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკური კარიერის დასრულებას არ აპირებს. ამის შესახებ "ალიანსის ლიდერმა დღეს, კალათბურთის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
"თბილისში პოლიტიკური მოძრაობა ამ არჩევნების შემდეგ არ უნდა მოკვდეს, პირიქით, ეს გახდება დასაწყისი ახლაი ბრძოლის ეტაპისა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თბილისის მომავლისთვის და ამ ბრძოლაში დამარცხებული იქნება ის, ვინც ქართული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა, სხვა ყველა, ოპონენტებიც კი ვიქნებით აბსოლუტური გამარჯვებულები. ამ ბრძოლაში დამარცხებულ ძალასაც კი და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ხელისუფლების კანდიდატი, ჩვენ მივცემთ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების შანსს. არჩევენში დამარცება პოლიტიკური კარიერის დასრულებას არ ნიშნავს, არც ჩვენთვის და არც ხელისუფლებისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.