დღეიდან ირაკლი ალასანია თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანის "ალაიანსი საქართველოსთვის" სახელით დაიწყებს. ამის შესახებ "ალიანსის ლიდერმა დღეს, კალათბურთის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ალასანია აღარ ელოდება პრაიმერის მომხრე ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული ვადის, 7 მარტის გასვლას და საარჩევნო კამპანიას მათ გარეშე იწყებს.
"ბრძოლის არცერთ ეტაპზე არ დამდგარა "ალიანსი საქრთველოსთვის" დაშლის საკითხი. ჭადრაკის სასახლეში იმისთვის არ მივსულვარ, რომ ერთი ალიანსისთვის მეორე დამენგრია. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩელი, ამიტომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას. აქვე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ განვიხილოთ სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებიც", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ