ქართული ოპოზიციის ზოგერთი წევრი კრემლს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ საქართველოში შემოსვლას დააპირებს მის გვერდით დადგება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს~ ლიდერის ნინო ბურაჯნაძის რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პურინთან დაგეგმილი შეხვედირის კომენტირებისას განაცხადა.
~მოსკოვში ვიზიტი ~დიდი პოლიტიკის კეთებას~ არ ნიშნავს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები მოსკოვში შეხვედრებს ქართველბის ეთნოწმენდის, ქვეყნის ოკუპაციისა და დაპყრობის იდეის მთავრ შემოქმედს ვლადიმერ პუტინს ხვდებიან. ასეთი ნაბიჯი შეიძლება მხოლოდ ქვეყნის გამყიდველმა გადადგას~, - განაცხადა ბარამიძემ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობას ვერ დაალგებს, მაგრამ თავის ნაბიჯებით კრემლს ანიშნებენ, რომ თუ საქართველოში რამეს დააპირებენ ისინი მზად არიან გვერდით დაუდგნენ.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება, სადაც თავის პირველ შეხვედრას რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან გამათავს.