საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას შეფასებით, რუსეთი ქართველ ოპოზიციურ ძალებს იყენებს.
"საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის უფლება აქვთ და შეუძლიათ რუსეთს თავი გამოაყენებინონ, მაგრამ მოსკოვი თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწევს", - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე თქმით, "საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ის გააკეთოს, რაც მას სურს".
"ახალი არ არის, რომ ოპოზიციის მარგინალური ძალები დასაყრდენს რუსეთში ეძებენ", - დასძინა მან.