არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერის არჩევნებში "ალიანსის" ლიდერს, ირაკლი ალასანიას დაუჭერენ მხარს. ამის შეახებ დღეს, ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში, "ქართული აკადემიის" მიერ ორგანიზებული კრების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. "ქართული აკადემიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ ოფიციალურად განუცხადა საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება - ირაკლი ალასანიას ერთიანი ოპოზიციური კანდიდატად დასახელების შესახებ. შეხვედრას "ქართულ აკადემისთან" ერთად 24 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა მათო შორის მოძრაობა "7 ნოემბერი", "რატომ", "დემოკრატები თქვენთვის", "გალავანი", "მოძრაობა სოლიდარობა" და სხვა.
ირაკლი ალასანიას სიმბოლურად რაგბის ბურთი გადაეცა. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მან ეს ბურთი საბოლოოდ პრეზიდენტის ოთახში უნდა დადოს, როგორც გატანილი ლელო.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. კალათბურთის სასახლეში მისული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კითხვებს უსვამდნენ "ალიანსი საქართველოშთვის" ლიდერს, ირაკლი ალასანიას. ამის შემდგომ ალასანიამ შეხვედრა შეაჯამა და კითხვებსაც უპასუხა.
კითხვები სხვადსხვა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ეხებოდა მათ შორის, ოპოზიციის აფხაზეთიდან ერთიანობის, დევნილების და თბილისის არქიტექტურული ნაგებობების საკითხებსაც კი.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ თბილისელი ამომრჩეველი მას მხარს დაუჭერს, იგი საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმის დახმარებით და საქმის კეთების სურვილით სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს.
ალასანიამ ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მის რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
"ჭადრაკის სასახლეში მისვლით მე გადავდგი სარისკო ნაბიჯი, მაგრამ ამ ნაბიჯით გავაღე მოლაპარაკებების კარები. გავხსენი სივრცე მოლაპარაკებისათვის. მთავარი რაც მე იმ შეხვედრაზე დავინახე გახლავთ ის, რომ ოპოზიციას საუბარი შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა. რაღათქმა უნდა არასაპარლამენტო ოპოზიციაში არსებობს ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთანაც ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, გამომდიანარე პრინციპული განსხვავებებისა ჩვენსა და მის იდეოლოგიურ შეხედულებებს შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღევანდელ შეხვედრაზე ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა, ვერის საკალათბურთო სასახლე მთლიანად შეივსო.