რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს იმედი აქვს, რომ "ნოღაიდელის მსგავსად პუტინს "მადლობას" ნინო ბურჯანაძეც არ გადაუხდის".
"რთულია რამის თქმა, სანამ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ერთადერთი რასაც ვისურვებდი ის არის, რომ პუტინის კაბინეტში მადლობების გადახდის კადრის განმეორება არ ვნახო, რასაც ზურაბ ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტის დროს ჰქონდა ადგილი", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინსა და ნინო ბურჯანაძეს შორის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერი მოსკვოში ვიზიტით მყოფ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძე დღეს, რუსეთის დროით 18:00 საათზე მიიღებს.