"სახალხო დემოკრატების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი არჩევნებში მთავარ კონკურენტად გიგი უგულავას მიიჩნევს.
როგორც ივანიშვილმა დღეს, "სახალხი დემოკრატების" მიერ თბილისის მერობის კანდიდატად მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უგულავა საარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურადაა ჩართული და ამისთვის სახელისუფლებო რესურსსაც იყენებს, "მას მაინც დაამარცებს".
ამასთან, მერობის კანდიდატის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის "არა სამეგობროს, არამედ მთელი ქალაქის მერი იქნება".
"მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ არ ვიქნები ჩემი სამეგობროს მერი. მე ვიქნები ყველა ვარკეთილელის, გლდანელის და ვაკელის მერი. არ დავდგამ მონუმენტს გმირთა მოედანზე თქვენთან მოთათბირების გარეშე. არ გავჩეხავ ვერეს ხეობას თქვენი თანხმობის გარეშე, ჩემს ქალაქში ვერავის დაიჭერენ პოლიტიკური შეხედულებების გამო, თბილისში არ იქნებიან მათხოვრები არა იმიტომ, რომ მათ ქალაქიდან გავყრი ან თვალს მოვაფარებ, არამედ იმიტომ, რომ მათ დავაპურებ", - განაცხადა ივანიშვილმა "სახალხო დემოკრატების" მიერ თბილისის მერობის კანდიდატად მისი წარდგენის შემდეგ და აქვე განმარტა, რომ თუ აღნიშნულ დაპირებას ვერ შეასრულებს, "თბილისის მერი აღარ იქნება".
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა პარტიის პრეზენტაცია გამართა. "სახალხო დემოკრატები" - ასეთია ახალი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომლის პრეზენტაციას დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" შედგა.
დღევანდელ ღონისძიებაზევე მოხდა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევაც და პარტიული სიის პირველი ათეულის წარდგენაც, რომლის შემადგებლობაშიც ცნობილი ქართველი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი შოტა ხაბარელი არიან.
პარტიის პრეზენტაციის შემდეგ ივანიშვილი
"სახალხო დემოკრატებმა" თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.