თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა პარტიის პრეზენტაცია გამართა. "სახალხო დემოკრატები" - ასეთია ახალი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომლის პრეზენტაციას დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" შედგა.
დღევანდელ ღონისძიებაზევე მოხდა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა და პარტიული სიის პირველი ათეულის წარდგენაც, რომლის შემადგებლობაშიც ცნობილი ქართველი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი შოტა ხაბარელი არიან.
"1918-1921 წლებში და 1990 წლიდან დღემდე სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოში დემოკრატიული მმართველობა არ შედგა, ამიტომ სახელწოდება "სახალხო დემოკრატები" თავისთავად გულისხმობს, რომ საქართველოს ისტორიაში ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული იყოს არჩევითი, წარმომადგენლობითი დემოკრატიის სრულფასოვანი განხორციელება", - განაცხადა ივანიშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე და აქვე განმარტა, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა ლიბერალურ ეკონომიკაზე და მყარ სოციალურ გარანტიებზე იქნება ორიენტირებული.
აღსანიშნავია, რომ პარტიის პრეზენტაციის შემდეგ ივანიშვილი
"სახალხო დემოკრატებმა" თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.