გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელმა რომან კუსიანმა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დატოვა.
როგორც ქართული ტელეკომპანიები იუწყებიან, კუსიანის ეს გადაწყვეტილება პარტიის ლიდერის რუსეთში ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, კუსიანი ბურჯანაძის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ იზიარებს.
თავად "დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარები არ კეთდება. თავად კუსიანს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.