დამასკოში ნაღმის აფეთქების შედეგად სამი რუსი დიპლომატი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ნაღმი, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა ისროლეს, რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში აფეთქდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სირიის მთავრობასთან ერთად სირიაში მყოფი რუსი დიპლომების უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები ტარდება.