"ლეიბორისტული პარტია" ტყიბულის მაღაროში მომხარ აფეთქებაში ძმებ ბეჟუაშვილებს ადანაშუალებს.
შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გააკეთა.
~UშDI-მა ტყიბულის ქვანახშირის საბადოების უსაფრთოების სისტემის მოწყობისთვის 540 ათასი დოლარი გამოყო, რომელიც ძმებმა ბეჟუაშვილებმა მიითვისეს. სწორედ უსაფრთხოების ნორმების არარსებობა გახდა უბედურების მიზეზი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა გუგავამ.
აღნიშნულ კონტექსტში, "ლეიბორისტული პარტია" შესაბამისი პასუხისმგებლობის სწორედ ბეჟუაშვილებისთვის დაკისრებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში აფეთქება 2 მარტს, გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
აღნიშნულის გამო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღევანდელი დღე, 4 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.