საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯეფრი ქითინგი მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირლანდიასა და საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა და ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში (2012 წლიდან) ეუთოს შესაძლო როლი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევის საქმეში.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.