საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილების დაშვება ქვეყნისთვის საფრთხეს არც ზრდის და არც ამცირებს".
ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტში მისვლისას განუცხადა, სადაც ის ამ წუთებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება.
სხდომა, რომელზეც "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, ბოკერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი დაიბარეს, ცოტა ხნის წინ დაიწყო და ის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მედიისთვის კონეტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.