შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის მტკიცებით, ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის გამო არანაირი პრობლემები არ შეიქმნება.
"შსს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის კარგად ასრულებს და მომავალშიც ისე გააკონტროლებს საზღვარს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება", - აღნიშნული განცხადება უტიაშვილმა დღეს, პარლამენტში მისვლისას გააკეთა, სადაც ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას უნდა დაესწროს.
"შსს აკონტროლებს 200 კილომეტრიან საზღვარს და ჩემთვის გაუგებარია, რა პრობლემას წარმოადგენს 20-მეტრიანი საზღვარი, ასეთი ამბავი რომ ატყდა, ", - განმარტავ უტიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მისთვის ის არგუმენტებიც მიუღებელია, რომელიც აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სახელდება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან დაბარებულები, ამ წუთებში იწყება.