ლატვიის სეიმის თავმჯდომარის გუნდას დაუძესის განცხადებით, ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად პროექტების შემუშავება დაიწყება.
ამის შესახებ გუნდას დაუძესმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
~ჩვენი სურველია საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობა არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე გაღრმავდეს, ასევე მჭიდეო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ამ კუთხით კი კონკრეტული პროგრამები შეიქმნას~, - განაცხადა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ.
ლატვიის საპარალემტო დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში სეიმის წარმომადგელები ქართველ კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ.