რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, ქართული მხარის მიერ "დაქირავებულობისა" და "ომის დროს აკრძალული მეთოდების გამოყენების" მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იმ დანაშაულის გამო, რომელიც აკრძალული მეთოდებით ომის წარმოებას, დაქირავებულობას და იმ პირებზე და დაწესებულებებზე თავდასხმას ეხება, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ", - განაცხადა დღეს, რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.