"ქრისტიან-დემოკრატები" ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებსა და ისტორიკოსებს ხვდებიან.
შეხვედრის მონაწილეებინ მოსაზრებებს შეაჯამებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეები არსებობს აღნიშნული პუნქტის ამოქმედებაში და რა შეიძლება გაკეთდეს მისი თავიდან ასაცილებლად.
შეხვედრას ექსპერტები: ანდრო ბარნოვი, თორნიკე შარაშიძე, მამუკა არეშიძე და ისტორიის მენციერებათა დოქტორი ვალერიან ითონიშვილი ესწრებიან.
როგორც "ქრისტიან-დმეოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, მის პოლიტიკურ ძალას აღნიშნული პრობლემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნია და ითხოვენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან იყოს მკვეთრი პასუხები გაცემული ყველა კითხვაზე.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" უკვე შეხვდნენ ყაზბეგის მოსახლეობას, რომლებიც ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.
"აუცილებელია, გავალისწინებული იქნას ეს საკითხი და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოხდეს მოსახლეობის შიშის პრევენცია და აღნიშნული პრობლემის განეიტრალება", - განმარტავს ლალიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებით 3 წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, 1-ელი მარტიდან გაიხსნა.