პარტია "მომავალი საქართველო" "თელასს" უჩივის.
შესაბამისი საჩივარი პარტიის ლიდერმა გიორგი ლაღიძემ დღეს ქალაქის მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
ლაღიძე "თელასს" დევნილთა კორპუსებში ინდივიდუალური მრიცხველების არარსებობის გამო ედავება და აცხადებს, რომ კომპანია ვალდებული იყო ინდივიდუალური გამრიცველიანება მოეხდინა.
"დევნილებს ელექტროენერგიაზე გაცილებით მეტი საფასურის გადახდა უწევთ, ვიდრე ისინი მას მოიხმარენ. "თელასი" ამ ადამიანებს ფულს სძალავს, მაშინ როცა, ვალდებული იყო დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოეხდინა," - განუცხადა ლაღიძემ დღეს ჟურნალისტებს.