"ქართული აკადემიის" ინიციატივით დღეს, 15.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები
ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეში, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერს, ირაკლი ალასანიას შეხვდებიან.
"ქართული აკადემიის" ერთ-ერთი წევრის ნუკრი ქანთარიას განმარტებით, ალასანიას საკმაოდ მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა დაუჭერენ თუ არა "ქართული აკადემია" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს "ალიანსის ლიდერს.
ქანთარიასვე თქმით, ოპოზიციაში ამ ეტაპზე ალასანიაზე ძლიერი კანდიდატი არ მოიძებნება, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ "ალიანსის" ლიდერი არ იქნება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი, თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავას დამარცხება ძალიან გაჭირდება..