არარატის მთაზე აფხაზური დროშა აღმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ალპინისტების ჯგუფს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე, სომეხი ეროვნების არტურ ჩოლაკიანი მეთაურობდა.
აფხაზურ დროსაშთან ერთად, არარატზე ასევე აღმართეს ვეტერანების აფხაზური ორგანიზაციის „არუაას" დროშა.
აფხაზური მედია იუწყება, რომ არარატის მთაზე აფხაზური დროშის აღმართვა „1992-1993 წლებში მიმდინარე აფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვების დღეს ეძღვნება".