კიმბერლი ლოუ Facebook-ზე წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივანიშვილის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი მისი ჩართულობის შედეგად გაუგზავნა.
"მე საქართველოს პრემიერის წერილი ვაშინგტონში შესაბამის არხებს გავუგზავნე პრეზიდენტ ტრამპთან გადასაგზავნად და მან პასუხი გასცა. "დიახ, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები განმტკიცდება და ევროკავშირსაც ესაჭიროება ურთიერთობები გაუმჯობესება, პირველ რიგში, სუვერენულ და უსაფრთხო სახელმწიფოს საქმეებში ნეგატიურად არ ჩარევით", - წერს კიმბერლი ლოუ.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.