რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პარიზი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და კიევი ფრანგულ რაკეტებს იყენებს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის.
ლავრვმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაზე, რომ პარიზი, რუსი ხალხის წინააღმდეგ არ იბრძვის, არამედ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება.
„საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, რადგან მის შორი მოქმედების რაკეტებს კიევის ნაცისტური რეჟიმი იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებზე დარტყმების მიზნით“, - განაცხადა ლავროვმა.
მან გაიხსენა ძველი ფრანგული დევიზი: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.
„[დევიზი] მოიცავს ადამიანის უფლებებს, რომლებზეც საფრანგეთი ყველა კუთხეში საუბრობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინის კონფლიქტის გარდა.“
საფრანგეთი არ საუბრობს იმაზე, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არსებობს ადამიანის უფლებებიც.
და უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ენა კანონით აკრძალულია ყველა სფეროში. მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ კუთხეში, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მხოლოდ უკრაინაში“, - აღნიშნა ლავროვმა.