შეერთებულმა შტატებმა კიევისგან ომის დასრულების პირობების დკუმენტი მიიღო და ახლა მსგავს დოკუმენტს რუსეთისგან ელოდება.
ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
კელოგის თქმით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა ხნის წინ ესაუბრა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, „რუსებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ ე.წ. მემორანდუმის მომზადებას“.
„ჩვენ კიევისგან მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების დოკუმენტი და ის მოსკოვისგანაც უნდა მივიღოთ“, - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ ორ დოკუმენტს მიიღებს, ისინი „გააერთიანებენ“ მათ.
„შემდეგ თქვენ იღებთ ორივე დოკუმენტს და აერთიანებთ მათ". და თქვენ სვამთ კითხვას: სად შეგვიძლია ვიპოვოთ საერთო ენა, რომ ყველაფერი ერთად გავაერთიანოთ? და როდესაც მათ „საგანგებო გეგმას“ ან მემორანდუმს მივიღებთ, მაშინ შევადგენთ ზოგად ვერსიას და კიდევ ერთ შეხვედრას გავმართავთ“, - განმარტა კელოგმა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ვატიკანში სურდა, თუმცა „მოსკოვმა ეს უარყო“.