დღეს, 4 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ვერჰაგენთან, თავდაცვის მინისტრ ეიმერთ ვან მიდელკოპთან, სენატის თავმჯდომარე რენე ვან დერ ლინდენთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა მინისტრ ფრანს ტიმერმანსთან და ასევე წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის დასწრება ასენის დრენტის მუზეუმის გამოფენის ("Gოლდ ფრომ Gეორგია ") გახსნის ცერემონიაზე, რომელიც წმ. იოსების ეკლესიის შენობაში გაიმართება.
ვაშაძე ჰოლანდიაში ვიზიტს ხვალ, 5 მარტს დაასრულებს.