დღეს, 4 მარტს. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის პოლიტიკურ გაერთიანების "სახალხო დემოკრატების" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე ნიკა ივანიშვილს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, ოფიციალურად წარადგენენ. პრეზენტაციაზევე დაასახელებენ პარტიული სიის ათეულს და ისაუბრებენ პარტიის მიზნებისა და გეგმების შესახებ.
"პარტია, რომელსაც ვაფუძნებთ, იქნება რეალურად სახალხო და რეალურად დემოკრატიული - ცენტრისტული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, "სახალხო დემოკრატები" მომზადებული შეხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში, მაჟორიტარული და პროპორციული სიით.
"პარტია, რომელსაც ვაფუძნებთ, იქნება რეალურად სახალხო და რეალურად დემოკრატიული. ეს იქნება ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რადგან დღეს საქართველოში მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის დაბრალება და ამით მანიპულირება არაფრის მომტანია'', - აცხადებს ივანიშვილი.
უკვე ცნობილია, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი იქნება.