დღეს, 4 მარტს, პოლიტპატიმრების მხარმდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორებიდან" აცნობეს, აქცია მეტროსადგურ "ახმეტელთან" გაიმართება, რომელშიც "კონსერვატიული პარტიის", "ხალხის პარტიის", მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერები და პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
აქციის მონაწილეები ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრავენ პოლიტპატიმრების პლაკატებსაც.
პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქციები პერმანენტულია და ის ყოველ ხუთშაბათს გაიმართება, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს თბილისის პარალელურად პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბრიუსელშიც, ევროკომისიის ოფისთან, რომელიც ევროპულმა მედიამ გააშუქა.