"დემოკრატიულმა პარტიამ" ადგილობრივ არჩევნებში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.
გია თორთლაძის პარტიის რჩეული გიორგი ღლონტია. ის საზოგადოებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად თორთლაძემ წარუდგინა.
გიორგი ღლონტი პროფესიით არქიტექტორია. ის ბოლო წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა.