გაეროს ინსპექტორების მოხსენებამ დაადასტურა ინფორმაცია, 21 აგვისტოს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენბის შესახებ. შესაბამისი განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გააკეთა.
გაეროს ინსპექტორების მოხსენება, სავარაუდოდ, 16 სექტმებრეს გამოქვეყნდება.
გაეროს გენმდივნის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
დამასკოში კი კვლავ გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ბაშარ ასადის მხარდამჭერ სახელისუფლებო ძალებსა და ამბოხებულებს შორის.
გაეროს მონაცემებით, 2011 წლის მარტიდან სირიაში 100 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.