მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამოხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას რეგიონული ტელევიზიებისთვის დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ თვალის ასახვევად თამაშობს თავისუფალ მედიაზე მზრუნველის როლს, სინამდვილეში კი საპირისპირო ნაბიჯებს დგამს.
"სააკაშვილის ხელისუფლება, მედიის ტოტალური კონტროლის გამო, არაერთხელ გაუკრიტიკებია როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამ კრიტიკის შესარბილებლად პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, რეგიონული ტელევიზიებისთვის ვალების ჩამოწერის ~ინიციატივით~ გამოვიდა. მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მხოლოდ თვალის ასახვევად თამაშობს თავისუფალ მედიაზე მზრუნველის როლს, სინამდვილეში კი საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. ამის ნათელი მაგალითია ~ტელეარხ 25~-თან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ამ ტელეკომპანიისთვის არასწორად, უკანონოდ დარიცხული ვალების გამო აგორდა. მედიაზე მზრუნველი მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწეოდა ~ტელეარხ 25~-თან ამ ~ვალების~ ამოსაღებად. ტელეკომპანიის გადარჩენა მხოლოდ ოპოზიციური ძალების (მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~, ~კონსერვატიული პარტია~, ~ხალხის პარტია~ "ქრისტიან-დემოკრატები") თანმიმდევრული ბრძოლის შედეგად მოხერხდა", - ნათქვამია "მოძრაობის" განცხადებაში.
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აცხადებს, რომ არ ენდობა სააკაშვილის ~ინიციატივებს~ და ბოლომდე იბრძოლებს მედიის უფლებების დასაცავად