საქართველოს სს მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისა და ესპანეთის სს მინისტრ მიგელ ანხელ მორატინოსთან შეხვედრა წარმატებული იყო.
"მიგელ ანხელ მორატინოსი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა. ახლა კი, როდესაც ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, სწორედ მისი იდეა იყო ომის შემედეგ საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ესპანელ კოლეგასთან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია და ამ რეიგონების არაღიარების პოლიტიკა.
მისი თქიმთ, საუბარი შეეხო იმ ხელშეკრულებებსაც, რომლებიც დასრულებულია ან დამუშავების პროცესშია.